ჩემი პირველი პროექტი
Sunday, July 4, 2010
gazafxuli
პროექტის სახელი: “გაზაფხული შემოსულა”
პროექტის მოკლე აღწერა 1-2 წინადადებით: გაზაფხულის სურათების აღწერა თბილისსა და მის შემოგარენში.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები აღწერენ თუ როგორ იღვიძებს ბუნება და როგორი ფერებით შემოდის გაზაფხული ჩვენს ქალაქში. ნუშისა და ტყემლის აყვავებით, ენძელებისა და იების შემოსვლით გვეგებება გაზაფხული.
მონაწილეთა ასაკი: 12 – 15
ვადები / ხანგრძლივობა 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობები, მოგროვილი მასალისა და ინფორმაციის ბლოგზე განთავსება.
მოსალოდნელი შედეგები:ფოტოალბომები, ჩანახატებისა და ინტერვიუების ჩანაწერები. შექმნილი ბლოგი.
სარგებელი სხვებისთვის:ბავშვები ეცნობიან ბუნებას, კლიმატს, ტრადიციებსა და წეს-ჩვეულებებს, ხალხურ შემოქმედებას. იქმნება მათ მიერ ახალი ბლოგები, ფოტოალბომები, რითიც ისინი ეჩვევიან კომპიუტერთან და ინტერნეტში მუშაობას.
მოსწავლეები შეფასდებიან შეფასების რუბრიკით.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლოგეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიუმჯობესებენ ცოდნასა და უნარებს მრავალ საგანში: გეოგრაფია, ბიოლოგიასა და საინფორმაციო ტექნოლოგიის გამოყენებაში (ინტერნეტ მასალების მოძიება–დამუშავება)
პროექტის ფასილიტატორი: თამარ თოდრია (საქართველო, თბილისი. საჯარო სკოლა #58)
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: tamunia.todria@gmail.com